„ჰიუმან რაითს უოჩი“ და ჟურნალისტების დაცვის საერთაშორისო კომიტეტი მოუწოდებენ ბელარუსის ხელისუფლებას, რათა „ევროპული თამაშები 2019“-ის მსვლელობის დროს შექმნას „ცხელი ხაზი“ ჟურნალისტებისათვის. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ 3 მაისს გაკეთებული განცხადება ემთხვევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს. „ბელარუსის ხელისუფლებას აქვს მასობრივ ინფორმაციის საშუალებებისადმი ცუდი დამოკიდებულების ხანგრძლივი და ცუდის ისტორია, ამიტომ, სავარაუდოდ, შესაძლებელია მოხდეს ჟურნალისტების დევნა ევროპული თამაშების წინ“, - განაცხადა რეიჩელ დენბერმა, „ჰიუმან რაითს უოჩის“ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.
მინსკში 21-30 ივნისს გაიმართება საერთაშორისო სპორტული ასპარეზობები, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს 4000-ზე მეტი სპორტსმენი. „ჰიუმან რაითს უოჩი“ და ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი აცხადებენ, რომ ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სასტიკად ზღუდავს დამოუკიდებელ საინფორმაციო საშუალებებს და დამოუკიდებელ ორგანიზაციებს. მათივე თანახმად, ადამიანის უფლებათა სფეროში მცირედი წინსვლის მიუხედავად, 2019 წელი ბოლო ათწლეულში ერთ-ერთი უარესი იყო ბელარუსში მასობრივი ინფორმაციის საშუალებების და აზრის გამოხატვის თავისუფლების მხრივ.