Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თეთრი სახლი: ტრამპმა და პუტინმა განიხილეს ახალი ბირთვული ხელშეკრულების შესაძლებლობა


თეთრი სახლის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა 3 მაისს სატელეფონო საუბარში განიხილეს ახალი ბირთვული ხელშეკრულების გაფორმების შესაძლებლობა.

ამავე ცნობით, საუბარი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და ასევე მოიცვა ჩრდილოეთი კორეის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების და ვენესუელაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების საკითხები.

თეთრი სახლის პრესმდივანმა, სარა სანდერსმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ტრამპმა და პუტინმა განიხილეს ახალი, მრავალმხრივი ხელშეკრულების გაფორმების პერსპექტივა აშშ-ს, რუსეთს და ჩინეთს შორის, ან უკვე არსებული, აშშ-რუსეთის სტრატეგიული ხელშეკრულების მოქმედების ვადის გახანგრძლივების შესაძლებლობა.

სანდერსმა ასევე აღნიშნა, რომ ორი ლიდერი მოკლედ შეეხო საგანგებო პროკურორის, რობერტ მიულერის გამოძიებას რუსეთის ჩარევაზე 2016 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში და მესიჯი იყო, რომ "საკითხი დასრულებულია და გარიგება არ ყოფილა".

ვენესუელასთან მიმართებით, სანდერსმა გაიმეორა აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია, რომ "განიხილება ყველა საშუალება". რუსეთი ვენესუელაში პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს უჭერს მხარს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG