ლაგოდეხის რაიონის სოფელ მშვიდობიანში, სამაშველო სამსახურის თანამშრომლები დატბორილი სახლებიდან წყალს ამ დრომდე ტუმბავენ.
წუხანდელი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა ამბობს, რომ სანიაღვრე არხები რომ გაწმენდილი ყოფილიყო, მათ სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები ასე არ დაიტბორებოდა.
მოსახლეობის თქმით, მათ არაერთხელ მიმართეს მერიას სანიაღვრე არხების გაწმენდის მოთხოვნით, თუმცა პრობლემა არ მოგვარდა.
წუხანდელი სტიქიის შედეგად ლაგოდეხის სოფლებში ათეულობით სახლის პირველი სართული დაიტბორა.
განადგურებულია ერთწლიანი კულტურები, ავეჯი და ტექნიკა.
ჯერჯერობით უცნობია, რამდენია სტიქიით მიყენებული ზარალი. ზარალის დათვლა ჯერ არ დაწყებულა.