Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გუაიდოს თქმით, სახელმწიფო გადატრიალებისთვის არ ეყო სამხედროთა მხარდაჭერა


ხუან გუაიდო
ხუან გუაიდო

ვენესუელის ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ განცხადება გააკეთა პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს ჩამოგდებისკენ მიმართული ოპერაციის ჩავარდნის შესახებ. ამის თაობაზე იტყობინება გაზეთი „ვაშინგტონ პოსტი“.

გუაიდომ აღიარა, რომ წარმატებული სახელმწიფო გადატრიალებისთვის არ ეყო მხარდაჭერა სამხედროთა მხრიდან, რომელთა უმრავლესობა მადუროს მხარეზე დარჩა. აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო ჩარევის თაობაზე შეკითხვას ოპოზიციის ლიდერმა უპასუხა, რომ მზადაა განიხილოს ასეთი ვარიანტი პარლამენტში, რომელსაც ის ხელმძღვანელობს. გუაიდოს აზრით, ვაშინგტონის ჩარევა ხელს შეუწყობს ვენესუელის კრიზისის მოგვარებას.

30 აპრილს ვენესუელაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა და მადუროს მომხრეთა შორის შეტაკებებში დაიღუპა არანაკლებ ოთხი ადამიანი, დაშავდა სამასამდე. ასობით მანიფესტანტი დააკავეს. ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ამბოხება ჩახშობილია. მაგრამ ქვეყანაში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები.

მიმდინარე წლის დამდეგს ხუან გუაიდომ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი. ამ თანამდებობაზე ის აღიარეს აშშ-მა, ევროკავშირისა და ლათინური ამერიკის მრავალმა ქვეყანამ. მადუროს მომხრეთა შორის არიან რუსეთი და ჩინეთი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG