დავით გარეჯში სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო აქციას მართავენ. ცოცხალი ჯაჭვი შექმნეს იმ ბილიკზე, რომელიც სამონასტრო კომპლექსის იმ ნაწილს უკავშირდება, სადაც ორი კვირის წინ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები მომლოცველებსა და ტურისტებს არ უშვებდნენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, ამით სურთ ხაზი გაუსვან იმას, რომ აღნიშნული ტერიტორია არის საქართველოს ისტორიული ნაწილი. მათ საქართველოს ჰიმნი შეასრულეს.
როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას თქვეს აქციის მონაწილეებმა, მათი შეკრების მიზეზი სწორედ ის არის, რომ საზოგადოებას, როგორც საქართველოში, ასევე აზერბაიჯანში და მის ფარგლებს გარეთ, აჩვენონ, რომ დავით გარეჯი საქართველოა და რომ იქ გადაადგილების შეზღუდვა ცდება კეთილმეზობლურ ურთიერთობას.
სამოქალაქო აქტივისტების აქციას თვალს ადევნებდნენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები.
ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და წესრიგის დაცვის მიზნით, ასევე მობილიზებული არიან ქართველი მესაზღვრეები.