Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თვითმფრინავს ხანძარი გაუჩნდა, არიან დაშავებულები


საავარიო მარშრუტის სქემა.
საავარიო მარშრუტის სქემა.

მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულ დაჯდომას ახორციელებდა კომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა.

ის ასრულებდა რეისს მოსკოვიდან მურმანსკში, მაგრამ აფრენიდან ცოტა ხნის შემდეგ კვლავ შერემეტიევოში დაბრუნდა. ზოგიერთი ცნობით, მას ჰაერში გაუჩნდა ცეცხლი (ტასს-ის ცნობით, ხანძრის მიზეზი მეხის დაცემა იყო). სხვა ინფორმაციით - ხანძარი გაჩნდა ავარიული დაჯდომის შემდეგ.

სოცქსელებში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ თვითმფრინავს ცეცხლი ეკიდა დაჯდომის მომენტში. სხვა ვიდეოებსა და ფოტოებზე ჩანს, როგორ ტოვებენ მგზავრები ცეცხლწაკიდებულ თვითმფრინავს.

რია ნოვოსტის ცნობით, ევაკუირებულია 78-ვე მგზავრი. დაზარალებულთა შესახებ წინააღმდეგობრივი ინფორმაცია ვრცელდება. ტასსის წყაროს თანახმად, დაშავდა არანაკლებ 10 ადამიანისა. „ინტერფაქსის“ ცნობით კი - 6. ტელეგრამში გავრცელდა ინფორმაცია 26 დაშავებულის შესახებ.

ამ მომენტისთვის ხანძარი ჩამქრალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG