ჩრდილოეთ მაკედონიის საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პირველად იმართება ქვეყნისთვის სახელის შეცვლის შემდეგ, იმარჯვებს მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის კანდიდატი სტევო პენდაროვსკი.
ხმების 90%-ზე მეტის დათვლის შემდეგ მას 52%-ზე მეტი აქვს. მისი მეტოქე, ნაციონალისტური ოპოზიციური პარტიის კანდიდატი გორდანა სილიანოვსკა-დავკოვა კი 44%-ს აგროვებს.
კვირას გაიმართა არჩევნების მეორე ტური. პირველი ტური აპრილში შედგა.
მაკედონიაში პრეზიდენტს ძირითადად ცერემონიული ფუნქცია აქვს.