Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვევიან ჰააგის სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას წარმომადგენლები


ფატუ ბენსუდა
ფატუ ბენსუდა

დღეს საქართველოს ეწვევიან ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და პროკურორ ფატუ ბენსუდას ოფისის წარმომადგენლები. გაერთიანებული გასვლითი მისიის ფარგლებში სამუშაო ვიზიტი 6-10 მაისს გასტანს.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რეგისტრატურის, მსხვერპლთა ჩართულობისა და კომპენსაციის ცენტრის,ნდობის ფონდისა და პროკურორ ფატუ ბენსუდას წარმომადგენლები შეხვედრებს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამართავენ.

უცხოელი სპეციალისტები პასუხებს გასცემენ ასევე მედიის შეკითხვებს 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე მიმდინარე გამოძიების შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG