Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ევროპის ოჯახის სრულუფლებიანი წევრობა საქართველოს ცივილიზაციური არჩევანია


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

ქართველი ერის არჩევანი, გახდეს ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, ეს არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. დარწმუნებული ვარ ამ ფორუმით დაიწყება დიალოგების სერია, რომელიც შეკრებს სხვადასხვა ევროპულ კულტურას და ევროპულ კულტურათა ამ მრავალფეროვნებაში წარმოადგენს ქართული კულტურის, ქართული ევროპული კულტურის როლს“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ საერთაშორისო ფორუმზე „კულტურათა კავშირი - საქართველოსა და ევროპის შემოქმედებითი მომავლის განვითარება“ სიტყვით გამოსვლისას.

მისი განმარტებით, საქართველოს ნებისმიერი სტუმრისთვის თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან.

„ევროპისა და აზიის შესართავზე, საქართველო საუკუნეების განმავლობაში თამაშობდა ერთგვარი ხიდის როლს. ნებისმიერი ჩვენი სტუმრისთვის, პირველივე შეხედვით თვალსაჩინო და ნათელია ქართული კულტურის იდენტობა ევროპულ კულტურასთან, რადგან ჩვენ საერთო საყრდენი, საერთო კულტურული ფასეულობები და ღირებულებათა სისტემა გვაერთიანებს“,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოში მიმდინარე საერთაშორისო ფორუმი ტრადიციული გახდება და თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ევროპული სივრცის განუყოფელ ნაწილად აღქმასა და ჩამოყალიბებაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG