Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ხმა ამოიღე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“, - თბილისში საგზაო უსაფრთხოების კვირეული გაიხსნა


თბილისში მიმდინარეობს გაეროს საგზაო უსაფრთხოების მეხუთე გლობალური კვირეული, რომლის სლოგანია „ხმა ამოიღე, გაუფრთხილდი სიცოცხლეს“. კვირეულის თემაა „ლიდერობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“, რაც გულისხმობს გზებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას საჯარო, სამოქალაქო თუ კერძო სექტორების ლიდერობითა და გაერთიანებული ძალისხმევით.

კვირეულზე წარმოდგენილი სტატისტიკით, 2018 წელს საქართველოში 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც დაიღუპა 459, დაშავდა 9047 ადამიანი. შსს-ს მონაცემებით, 2018 წელს 2017-თან შედარებით 11 %-ით შემცირდა ავტოსაგზაო შემთხვევათა შედეგად დაღუპულთა რაოდენობა, მაგრამ 6-% ით გაიზარდა ავტოავარიების, 7 %-ით კი დაშავებულთა რიცხვი.

რაც შეეხება დედაქალაქს, 2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოსაგზაო შემთხვევების მაჩვენებელი 7 %-ითაა გაზრდილი. ასევე 7 %-ით მოიმატა დაშავებულთა, ხოლო 4 %-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ.

XS
SM
MD
LG