Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი „აეროფლოტის“ თვითმფრინავის ავარიის სამ ვერსიას განიხილავს


41 ადამიანი დაიხოცა რუსეთის სამგზავრო თვითმფრინავის მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში ავარიულ დაჯდომის და თვითმფრინავში გაჩენილი ცეცხლის შედეგად.

კომპანია „აეროფლოტის“ თვითმფრინავის, “სუხოი სუპერჯეტ SSJ100-ის” ბორტზე 78 ადამიანი, მათ შორის 73 მგზავრი იმყოფებოდა. საგამოძიებო კომიტეტის თანახმად, 37 პირი გადარჩა. სულ მცირე ხუთი ადამიანი საავადმყოფოში მოათავსეს, ორი მათგანი მძიმე მდგომარეობაში. დაღუპულთა შორის არიან ეკიპაჟის ერთი წევრი და სულ მცირე, ორი ბავშვი.

„აეროფლოტის თანახმად, თვითმფრინავი, რომელიც მოსკოვიდან მურმანსკში მიფრინავდა, უკან დაბრუნდა „დაუდგენელი ტექნიკური“ მიზეზით. ამავე ცნობით, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა საავარიო დაჯდომისას.

თვითმფრინავის მფრინავის და მგზავრების თქმით, ჭექა-ქუხილის დროს თვითმფრინავს მეხი დაეცა. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი სამ ვერსიას განიხილავს: ერთი ვერსიაა „მფრინავების, დისპეტჩერების და იმ პირების, ვინც თვითმფრინავი შეამოწმა, არასაკმარის კვალიფიკაცია. განიხილავენ ასევე ვერსიას თვითმფრინავის გაუმართაობის და ცუდი მეტეოროლიგიური პირობების შესახებ.

XS
SM
MD
LG