საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გიორგი ქობულიას მიწვევისა და მოსმენის საკითხზე იმსჯელეს.
კომიტეტის სხდომაზე გიორგი ქობულიას მოსმენა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ მოითხოვა. რომან გოცირიძის წინადადებით, კომიტეტმა უნდა განიხილოს, როგორც ეკონომიკის ყოფილი მინისტრის მუშაობის შედეგები, ასევე მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზები.
„თუ ადამიანს აქვს სურვილი და არის იმ განწყობაზე, რომ გარკვეულ სიახლეებზე და ახალ გარემოებებზე ჟურნალისტებთან, კამერის წინ ისაუბროს, შეუძლია მოვიდეს და ისაუბროს კომიტეტში. ამაზე თვალის დახუჭვის საჭიროებას მე ვერ ვხედავ, რადგან ის თავის სათქმელს მაინც იტყვის“, - განაცხადა თავის მხრივ სხდომაზე დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, რომან კაკულიამ. მან მზადყოფნა გამოთქვა, გიორგი ქობულიას კომიტეტში მიწვევის საკითხი კომიტეტის წევრებთან განიხილოს.
„გიორგი ქობულიამ საკუთარი ხედვები პარლამენტში წარმოადგინა და მიმაჩნია, რომ ის ამ ხედვებს მიზანმიმართულად მიჰყვებოდა. თუკი გიორგი ქობულია დამატებითი ინფორმაციების გაჟღერებას დააპირებს, ამაში ცუდი არაფერია. თუკი ქობულიას სურს ისეთი რამ თქვას, რაც მისი აზრით გათავისუფლებაში გადამწყვეტი იყო, ეს მისი უფლებაა“, - განუცხადა ჟურნალისტებს რომან კაკულიამ.
თანამდებობიდან გათავისუფლებული გიორგი ქობულია მზად არის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად მუშაობის 8-თვიანი ანგარიში პარლამენტს წარუდგინოს, თუ ამის ინტერესი იქნება.
„მე მოვალედ ვთვლი ჩემ თავს პარლამენტის წინაშე, რადგანაც პარლამენტი არის ჩვენი მოსახლეობის წარმომადგენლობა“,- განაცხადა ყოფილმა მინისტრმა რუსთავი2-თან ინტერვიუშ