Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშიდან 70 წლის კაცი გაიტაცეს


გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მიმდებარე ტერიტორიიდან საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 70-წლამდე ამირან მელაძე გაიტაცეს. იგი საოკუპაციო ხაზთან ახლოს სატაცურს კრეფდა, რა დროსაც რუსი მესაზღვრეები გამოჩნდნენ. მათ ამირან მელაძე ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.

ქართველმა სამართალდამცავებმა ამირან მელაძის გატაცების შესახებ საქმის კურსში ჩააყენეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. ამოქმედებულია ცხელი ხაზი დაკავებულის გათავისუფლების მოთხოვნით.

XS
SM
MD
LG