Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული ქალაქი


მამუკა ბახტაძე
მამუკა ბახტაძე

"გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ხონში, სახალხო დღესასწაულზე.

ხონი არის კუთხე, რომელიც განათლებას განსაკუთრებით აფასებს. ყველა სკოლა იქნება რეაბილიტირებული, რომელიც იყო ხონელების თხოვნა, რომ ჩვენ გაგვეკეთებინა დროულად. პირველი სკოლა, სოფელ გორდის სკოლა და სკოლა სოფელ გოჩა ჯიხაიში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სკოლა საქართველოში.

წლის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ახალი პროფესიული სასწავლებლის მშენებლობასა და ავაშენებთ ყველაზე მაგარ, თანამედროვე ახალგაზრდულ ცენტრს. გპირდებით, რომ ხონი საქართველოში იქნება ყველაზე წარმატებული, დიდი ენერგიით სავსე ქალაქი, სადაც გვეყოლება ბევრი ტურისტი და სადაც იქნება ნამდვილი იმერული სტუმართ-მასპინძლობა“, – აღნიშნა მამუკა ბახტაძემ ხონში.

პრემიერ-მინისტრი დღეს ხონის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს.

XS
SM
MD
LG