Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდს და ბომბდამშენებს აგზავნის და ირანს „ცხად მესიჯს" უგზავნის


აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით სამხედრო რესურსს აგზავნის და ირანს „ცხად მესიჯს“ უგზავნის, განაცხადა თეთრმა სახლმა.

„არაერთი შემაშფოთებელი და ესკალაციის გამომწვევი მინიშნებების და გაფრთხილებების საპასუხოდ, აშშ განათავსებს ავიამზიდ „აბრაჰამ ლინკოლნის“ საბრძოლო ჯგუფს და ბომბდამშენთა ჯგუფს აშშ-ის ცენტრალურ სამეთაურო რეგიონში, განაცხადა აშშ-ის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა 5 მაისს.

ბოლტონის თქმით, მიზანი სამხედრო ძალების განთავსებისა არეალში, რომელშიც შედის ახლო აღმოსავლეთი, ირანის რეჟიმისთვის „ცხადი და უშეცდომო“ მესიჯის გაგზავნაა იმის თაობაზე, რომ აშშ-ის და მისი მოკავშირეების ინტერესებზე ნებისმიერ თავდასხმას პასუხი გაეცემა დაუნდობელი ძალის მეშვეობით.

ბოლტონის თქმით, აშშ არ ესწრაფვის ომს ირანთან, მაგრამ სრულ მზადყოფნაშია, უპასუხოს ნებისმიერ შეტევას, რომელიც ირანისგან წამოვა. განცხადებაში არ არის ნათქვამი რატომ ხდება ამ ძალების განთავსება ახლა. აშშ ზრდის ზეწოლას ირანზე, რითაც სურს მიაღწიოს რეგიონში თეირანის „ავი“ ქმედების დასრულებას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG