Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით გარეჯთან მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ პატრულირებას იწყებს


ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ 7 მაისიდან იწყებს პატრულირებას დავით გარეჯის ტერიტორიაზე, სწორედ იმ ბილიკებზე, სადაც ტურისტები, პილიგრიმები და სასულიერო პირები დადიან.

„პატრულირების მიზანია ადგილმდებარეობის სამოქალაქო კონტროლი და ინფორმაციის გავრცელება უშუალოდ შემთხვევის ადგილიდან, რათა თავიდან ავირიდოთ უტრირება, ასევე მეგობარ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, სიტუაციის ხელოვნურად დაძაბვა“, - ვკითხულობთ მოძრაობის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე.

მოძრაობის დამფუძნებლის, დავით ქაცარავას განცხადებით, ეს იქნება მშვიდობიანი პროცესი, რომლის მთავარი მიზანი საქართველოს მოსახლეობისთვის ინფორმაციის მუდმივად მიწოდება იქნება.

მოძრაობის ლიდერი უკვე შეხვდა იმ ადგილობრივ აქტივისტებს და მოხალისეებს, რომლებსაც პროცესში ჩართვა სურთ.

ქაცარავას სიტყვებით, პატრულირება გაგრძელდება ვითარების საბოლოოდ განმუხტვამდე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG