Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში პოლიცია იძიებს ჟურნალისტზე "განზრახ მკვლელობის" მიზნით თავდასხმის ფაქტს


უკრაინის ქალაქ ჩერკასიში თავს დაესხნენ ადგილობრივ ჟურნალისტს, ვადიმ კომაროვს, რომელიც უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოშია მოთავსებული. ჟურნალისტზე თავდასხმა 4 მაისს მოხდა, კიევიდან 200 კილომეტრით დაშორებული ქალაქის ცენტრში.

პოლიციამ თავდასხმის ფაქტზე გამოძიება თავდაპირველად დაიწყო „სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების“ მუხლით, მაგრამ 5 მაისს კვალიფიკაცია შეიცვალა „განზრახ მკვლელობის მიზნით თავდასხმის“ მუხლით.

უკრაინის ჟურნალისტთა ნაციონალური კავშირის თავმჯდომარემ, სერგეი ტომენკომ, ფეისბუკით გაავრცელა ცნობა, რომელშიც ნათქვამია, რომ „კომაროვი ძალიან ბევრს უშლიდა ნერვებს ჩერკასიში, განსაკუთრებით დიდი ძალაუფლებისა და ბევრი ფულის მქონე ადამიანებს“.

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ადგილი ჰქონდა ვადიმ კომაროვის ტყვიით მოკვლის მცდელობას.

უკრაინის ხელისუფლება არ ფლობს ინფორმაციას, უკავშირდება თუ არა ჟურნალისტზე თავდასხმა მის საქმიანობას. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ბოროტმოქმედის ვინაობის გამოსავლენად და დასაკავებლად.

აშშ-ში მდებარე ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის თანახმად. 1992 წლის შემდეგ უკრაინაში 12 რეპორტიორი მოკლეს, მათგან შვიდის მკვლელობის მიზეზი სწორედ მათ საქმიანობას უკავშირდებოდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG