Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით პოლონეთში იმყოფება


პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სახელწიფო დელეგაციასთან ერთად ვარშავაში იმყოფება.

დღეს პოლონეთის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია და მისი შეხვედრა პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდჟეი დუდასთან. პრეზიდენტები ერთობლივ პრესკონფერენციასაც გამართავენ.

ორდღიანი ოფიციალური ვიზიტისას სალომე ზურაბიშვილი შეხვდება პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, მატეუშ მორავიცკის, სეიმის მარშალს, მარეკ კუხჩინსკის და სენატის მარშალს, სტანისლავ კარჩევსკის.

საქართველოს და პოლონეთის პრეზიდენტები მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო კონფერენციის ღია დისკუსიაში: „ლიდერების დიალოგი: აღმოსავლეთის პარტნიორობის 10 წლისთავი."

სალომე ზურაბიშვილი შეხვდება ქართველ სტუდენტებს და დიასპორის წარმომადგენლებს.

საქართველოს სახელმწიფო დელეგაციის შემადგენლობაში არიან პარლამენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, პოლონეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული და ძლიერი პარტნიორია, რომელიც აქტიურად და ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და შესაბამისად, პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსა და პოლონეთის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისათვის.

XS
SM
MD
LG