Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მთელი სოფლის ნახირი გაიტაცეს


რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელუბნის მცხოვრებთ ნახირი წაართვეს.

რადიო თავისუფლებას სოფლის მკვიდრმა აცნობა, რომ მწყემსები სოფლის ნახირს საოკუპაციო ხაზთან მდებარე სალოცავის მახლობლად აძოვებდნენ, სადაც საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები გადმოვიდნენ და პირუტყვი ოკუპირებულ ტერიტორიაზე წაიყვანეს.

წითელუბნის მოსახლეობამ მომხდარი ფაქტი პოლიციას აცნობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG