Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გურამიშვილის ქუჩაზე მიწის მასა ჩამოიშალა


მიწის მასა ჩამოიშალა თბილისში, გურამიშვილის ქუჩაზე, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს - ამის შესახებ სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ იუწყება.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უსაფრთხოების მიზნით, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო.

შემთხვევის ადგილზე რჩებიან საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები. თბილისის მერიის ინფორმაციით, ვითარებას სწავლობენ მერიის შესაბამისი სამსახურების და გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები.

XS
SM
MD
LG