ირანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა განაახლებს ურანის მაღალ დონეზე გამდიდრებას, თუ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები მის ინტერესებს არ დაიცავენ აშშ-ის სანქციებთან მიმართებით.
ჰასან როჰანის მიმართვა სახელმწიფო ტელევიზიით 8 მაისს გადაიცა, წლისთავზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გამოცხადებული გადაწყვეტილებისა, რომ აშშ გადიოდა საეტაპო მნიშვნელობის ბირთვული ხელშეკრულებიდან. როჰანის თქმით, ხელშეკრულების სხვა ხელმომწერებს - ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, ჩინეთს და რუსეთს - 60 დღე აქვთ ზომების გასატარებლად, რათა დაიცვან ირანის ნავთობისა და საბანკო სექსოტრები.
როჰანიმ ამ ხუთი ქვეყნის ლიდერებს წერილობით შეატყობინა, რომ ირანი დაიწყებს 2015 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შემცირებას და გამდიდრებულ ურანს სხვა ქვეყნებში აღარ გაიტანს, როგორც ეს ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული.