აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა ბაღდადში, სადაც ერაყის ოფიციალურ პირებს შეხვდა, რათა განეხილა აშშ-ის შეშფოთება უსაფრთხოებასთან მიმართებით, ირანის მხრიდან ნაბიჯების მისი თქმით "ესკალაციის" ფონზე.
ერაყის დედაქალაქში პომპეოს 7 მაისის ვიზიტის ფონია მიმდინარე კვირაში აშშ-ის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ ახლო აღმოსავლეთში ავიამზიდს და ბომბდამშენებს აგზავნის, რაც, მისი თქმით, პასუხია ამერიკის ძალებისთვის და აშშ-ის მოკავშირეებისთვის ირანისგან მომდინარე საფრთხეზე.
აშშ-ის დაზვერვა "ძალიან კონკრეტული იყო.. მოახლოვებულ თავდასხმებზეო", განაცხადა პომპეომ ბაღდადში, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია. თეირანმა უარყო ეს ცნობები და მათ "ფსიქოლოგიური ომის" ნაწილი უწოდა.
თეირანსა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობა გაღრმავდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ ერთი წლის წინ გამოიყვანა 2015 წელს ირანსა და მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს შორის გაფორმებული ბირთვული ხელშეკრულებიდან და ირანს სანქციები დაუწესა.