სულ მცირე რვა ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა პაკისტანის ქალაქ ლაჰორში, ძლიერი აფეთქების შედეგად, რომლის სამიზნე იყო სუფიური ტაძრის გარშემო დისლოცირებული მცველები - იუწყება პოლიცია.
პოლიციის მაღალჩინოსანმა, არიფ ნავაზ ხანმა 8 მაისს ჟურნალისტებს უთხრა, რომ აფეთქება თვითმკვლელმა მოიერიშემ მოახდინა და მიზანში ამოიღო მანქანა, რომლითაც პოლიციელები მგზავრობდნენ. ხანის თქმით, დაღუპულებს შორის ხუთი პოლიციელია.
პოლიციის თქმით, ტაძარში ასობით მომლოცველი იმყოფებოდა აფეთქების მომენტში. ტაძარს უსაფრთხოების ძალების კორდონი იცავდა.