Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის დანაკარგები 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დამდეგს მილიარდ დოლარს აღემატებოდა


ბიზნესში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის დანაკარგები 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანების დამდეგს მილიარდ 170 მილიონ დოლარს შეადგენდნენ, აცხადებს გაზეთი „ნიუ იორკ ტაიმსი“. ამ ინფორმაციის წყაროდ მას მოჰყავს დონალდ ტრამპის საგადასახადო დეკლარაცია, რომლის მოპოვებაც შეძლო გაზეთმა. „ნიუ იორკ ტაიმსის“ თანახმად, ეს იმ პერიოდის ყველაზე მსხვილი დანაკარგია, რომლის ოფიციალურად დეკლარირება მოხდა გადასახადების გადამხდელთა მიერ. გაზეთის ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ არ ჰქონდათ პირდაპირი წვდომა ტრამპის დოკუმენტებზე, მაგრამ მონაცემები მიიღეს პირისგან, რომელსაც ეს წვდომა ჰქონდა. მოპოვებული ინფორმაცია ამის შემდეგ შეუდარეს აშშ-ის საგადასახადო სამსახურის ბაზაში საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებს.

XS
SM
MD
LG