ვაშინგტონმა სანქციები მოუხსნა ვენესუელის დაზვერვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს, გენერალ კრისტოფერ ფიგეირას, რომელმაც ერთი კვირის წინ გაწყვიტა კავშირი პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს რეჟიმთან. ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განუცხადა პრესას. ამგვარად, აქტივები, რომლებიც გენერალს ეკუთვნის აშშ-ში, კვლავ ხელმისაწვდომი გახდება მისთვის და მას შეეძლება კვლავ იქონიოს საქმიანი ურთიერთობები ამერიკის მოქალაქეებთან და ფირმებთან. ამასთან, პენსი ახალი შეზღუდვებით დაემუქრა ვენესუელის უზენაესი სასამართლოს 25 წევრს. ვაშინგტონში მიაჩნიათ, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებები ანტიკონსტიტუციურია. კერძოდ, ლაპარაკია გამოძიებაზე პარლამენტის შვიდი ოპოზიციონერი დეპუტატის წინააღმდეგ. მათ სამშობლოს ღალატსა და ამბოხებისკენ წაქეზებაში ედებათ ბრალი.
ვაშინგტონმა სანქციები მოუხსნა ვენესუელის დაზვერვის სამსახურის ყოფილ ხელმძღვანელს

ყველაზე პოპულარული
1