Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

 შსს - აკრძალულია კომუნისტური და ფაშისტური იდეოლოგიისა და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება


2019 წლის 9 მაისს თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაგეგმილ აქციებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო საგანგებო განცხადებას ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიცია უზრუნველყოფს მართლწესრიგის დაცვას შეკრების ადგილებზე და იმოქმედებს კანონის შესაბამისად ყველა იმ პირის მიმართ, რომლის ქმედებაც გასცდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს და კანონის მოთხოვნებს.

„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ საქართველოს კანონის - „თავისუფლების ქარტია“-ს თანახმად, აკრძალულია კომუნისტური ტოტალიტარული და ფაშისტური იდეოლოგიის მატარებელი და პროპაგანდის საშუალებების გამოყენება.
შესაბამისად, მოვუწოდებთ ყველას, იმოქმედონ კანონის მოთხოვნათა დაცვით, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლიცია განახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ქმედებებს
“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

XS
SM
MD
LG