„არის ისტორიული მნიშვნელობის ნაბიჯები და ასეთი ნაბიჯია გადადგმული დღეს. ღმერთმა დალოცოს ეს ნაბიჯი და ღმერთმა ინებოს, რომ გამოიღოს კეთილი შედეგი ჩვენი ერისა და ეკლესიის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მთავრობის, საპატრიარქოსა და ფონდ „ივერიისას“ ერთობლივი მემორანდუმის გაფორმების ცერემონიალზე.
დღეს, 8 მაისს საპატრიარქოში გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ითვალისწინებს მახათას მთაზე ერთობლივი საგანმანათლებლო-სამუზეუმო სივრცის შექმნას.
მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბ-ნმა მამუკა ბახტაძემ და საზოგადოება ,,ივერიისას” თავმჯდომარემ ბ-ნმა გიორგი თავაძემ.