Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობამ პატივი მიაგო ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ, მთავრობის წევრებმა და თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიაგეს პატივი ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

მთავრობის წარმომადგენლებმა ომის ვეტერანებს მიულოცეს ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავი.

"საქართველომ დიდი მსხვერპლი გაიღო ამ ომში. ასიათასობით ქართველი გმირულად დაეცა ბრძოლის ველზე. მინდა, ქედი მოვიხარო მათი ხსოვნის წინაშე. მსურს, მივულოცო ომის ვეტერანებს დღევანდელი დღე, ვუსურვო ჯანმრთელობა და ყველაფერი საუკეთესო“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 74-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, 600-600 ლარს მიიღებს საქართველოში რეგისტრირებული, მეორე მსოფლიო ომის 300 ვეტერანი და 300-300 ლარს ომში დაღუპულთა ოჯახების 209 წევრი. მეორე მსოფლიო ომში დაღუპულის ოჯახის წევრის ერთჯერადი დახმარება გაიცემა დაღუპული პირის მეუღლეზე ან ბავშვობიდან შშმ პირ შვილზე, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში.

თანხის გაცემას რეგიონებში უზრუნველყოფს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო, ხოლო თბილისში დედაქალაქის მერია.

XS
SM
MD
LG