თბილისის ვაკის პარკთან შეკრებილია ასობით აქტივისტი, რომლებიც აპროტესტებენ საქართველოში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობას.
მსგავსი მსვლელობის ტრადიცია რუსეთის ხელისუფლებამ ბოლო წლებია დაამკვიდრა ფაშიზმზე გამარჯვების დღის აღსანიშნავად.
კონტრაქციის მონაწილეები საყვირებით და შეძახილებით აპროტესტებენ საქართველოში კრემლის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ მსვლელობის მოწყობას და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკას.
აქციის მონაწილეებს თან აქვთ პლაკატები "ნატო ჩვენი არჩევანია."
სამოქალაქო აქტივისტები აპირებენ ე.წ. სირცხვილის დერეფნით დახვდნენ "უკვდავი პოლკის" მსვლელობას, რომელიც კუს ტბის ასახვევიდან უნდა დაიწყოს.
ვაკის პარკთან მობილიზებულია რამდენიმე ასეული პოლიციელი.