სამოქალაქო აქტივისტები თბილისის ვაკის პარკში საპროტესტო შეძახილებით დახვდნენ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის მონაწილეებს და მათ ე.წ. სირცხვილის დერეფანი მოუწყვეს.
„უკვდავი პოლკის“ მსვლელობა რუსეთის ხელისუფლების მიერ დამკვიდრებული ერთგვარი ტრადიციაა, რომლითაც ბოლო წლებია აღნიშნავენ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს.
მსვლელობის მონაწილეებს თან ჰქონდათ წითელი დროშები.
კონტრაქციის მონაწილეებმა გააპროტესტეს საქართველოში კრემლის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციების მიერ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის მოწყობა და რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკა.
ვაკის პარკში პოლიციამ ერთი პირი დააკავა.