Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილმა პატივი მიაგო ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულებს


სალომე ზურაბიშვილი ვაკის პარკში. 2019 წლის 9 მაისი

საქართველოს პრეზიდენტმა ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მიაგო პატივი ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

სალომე ზურაბიშვილს საპროტესტო შეძახილით: "მოღალატე," დახვდნენ სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც ვაკის პარკში აქციას მართავდნენ „უკვდავი პოლკის“ მსვლელობის საპასუხოდ.

„მე მინდა ვეტერანებს, რომლებიც ცოცხლები არიან, მივულოცო მათი იმდროინდელი გამარჯვება. მინდა ვთქვა, რომ სამწუხაროა, რომ ეს დღე იმის მაგივრად რომ იყოს დღე პატივისცემის ყველა იმ გმირებისთვის, რომელიც ყველა ომებში დაიღუპა და ყველას, ქართველებს სჯეროდათ, რომ იბრძოდნენ თავისუფლებისთვის და თავიანთი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. სადაც არ იყვნენ - აქ, იმ ომის დასასრულს, თუ ტყვეებად ჩავარდნილი გერმანელებთან, თუ ემიგრანტები, რომლებიც იბრძოდნენ თავიანთი გაგებით საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ, ყველა დაიღუპა საქართველოსთვის და მე მინდა, რომ მათი ხსოვნა იყოს და მათი პატივისცემა დღეს“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას საპროტესტო შეძახილებით დახვედრის შესახებ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG