Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მდივანი რუსეთში ჩავა და პუტინს შეხვდება


აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკლ პომპეო რუსეთში ჩავა 13 მაისს და შეხვდება მასპინძელი ქვეყნის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს. პომპეოს პირველი სტუმრობა რუსეთში ამ რანგში მოხდება ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბული ურთიერთობის ფონზე. ფინეთში პუტინს და ტრამპის შეხვედრის შემდეგ პომპეოს მოლაპარაკება რუსეთში ამ დონის პირველი შეხვედრა იქნება.

სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, პომპეო თავიდან ჩავა მოსკოვში, სადაც საელჩოს თანამშრომლებს, ასევე, რუსეთში აშშ-ის ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდება, რომლებიც შეაძრწუნა ბოლო თვეებში ორი ამერიკელის, მათ შორის ცნობილი ინვესტორის, მაიკლ კალვის დაპატიმრებამ.

სახელმწიფო მდივანი შემდეგ, 14 მაისს, ჩავა შავი ზღვისპირა ქალაქ სოჭში, სადაც რუსეთის პრეზიდენტს და საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდება.

სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელმა, რომელმაც ვინაობა არ გაამხილა, თქვა, რომ აშშ-ის საწყისი პუნქტი იქნება საუბარი აშშ-ის პოლიტიკაზე რუსეთის მიმართ. გულწრფელად უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთმა არაერთი აგრესიული და მადესტაბილიზებელი ნაბიჯი გადადგა მსოფლიოს არენაზეკ თქვა დიპლომატმა და განმარტა, რომ პომპეოს სტუმრობის მიზანია, შესაძლებლობა, რუსეთის მთავრობას ამ საკითხებზე ცხადად ეთქვას, თუ როგორია აშშ-ის მოლოდინი იმისთვის, როგორ ვიაროთ წინ. ოფიციალური პირის თანახმად, მოლაპარკაების თემა იქნება იარაღის კონტროლი, კერძოდ "იარაღის კონტროლის შეთანხმება, რომელიც შეესაბამება თანამედროვე რეალობას“.

პომპეოს და რუსი მასპიძლების მოლაპარაკების თემები იქნება ვენესუელა, სირიის კონფლიქტი, ასევე უკრაინა და ირანი.

XS
SM
MD
LG