იაპონიაში მიმდინარე ნაცუ ბაშოს მეორე დღეს ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ (ტოჩინოშინი), რომელმაც იოლად დაამარცხა 160 კგ-იანი იაპონელი მოჭიდავე, მეორე მაეგაშირა დაიეიშო.
ლევან გორგაძე ნაცუ ბაშოზე სეკივაკეს წოდებით ასპარეზობს. ქართველ გოლიათს ოძეკის ტიტულის დასაბრუნებლად 15 შეხვედრიდან, სულ ცოტა, 10 გამარჯვების მოპოვება მართებს.
ტურნირის მესამე დღეს, 14 მაისს, ლევან გორგაძე მეოთხე მაეგაშირა ოკინოუმის დაუპირისპირდება.
ნაცუ ბაშო 26 მაისს დასრულდება.