Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სხდომა 17 მაისს გაგრძელდება


ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე დღეს, 13 მაისს დაცვის მხარემ წარმოთქვა დასკვნითი სიტყვა. მორიგი სხდომა 17 მაისს გაიმართება. მასზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმას მსჯავრდებულ გ.ბ-ს ადვოკატი, რამაზ ჩინჩალაძე განაგრძობს.

როგორც მან მედიასთან განაცხადა, სხდომაზე დეტალურად ისაუბრა ბრალდების მიერ წარდგენილ მოწმეებზე, ასევე ე.წ. ოქროს მოწმეზე მ.კ-ზე.
მისი ჩვენება წინააღმდეგობაში მოდის. ამ ჩვენების სიცრუე დასტურდება მისი უფროსი ძმის ჩვენებითაც. უამრავი გარემოება არის ამ საქმეში, რაც ადასტურებს იმას, რომ ბრალდება უსამართლოა და ეს საქმე არ არის სრულყოფილად გამოძიებული“, – განაცხადა ადვოკატმა რამაზ ჩინჩალაძემ.

პირველი ინსტანციის - თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 მაისს გამოტანილი განაჩენით, გ.ბ. დამნაშავედაა ცნობილი ლევან დადუნაშვილის განზრახ, წინასწარი შეცნობით მკვლელობაში და 10 წლით და 6 თვით პატიმრობა აქვს მისჯილი.

გ.ჯ. მსჯავრდებულია დავით სარალიძის დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობის მცდელობისთვის და 9 წლით და 9 თვით პატიმრობა აქვს შეფარდებული. შესაბამისად, ამ განაჩენის მიხედვით დაუდგენელია დავით სარალიძის მკვლელობაში დამნაშავე.

თავის მხრივ, პროკურატურა ორივე არასრულწლოვანს ბრალად სდებს ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ეკა არეშიძის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეებმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG