Accessibility links

site logo site logo

"ოდიში" გადამღებ ჯგუფსა და სანდრა რულოვსთან დაპირისპირებაში "ქართულ ოცნებას" ადანაშაულებს


ზუგდიდში მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია ოდიშმა გაავრცელა

„ქართული ოცნების“ კოორდინატორები ზუგდიდის მერობის კანდიდატს გაერთიანებული ოპოზიციიდან, სანდრა რულოვსს დაუპირისპირდნენ - ამის შესახებ ადგილობრივი ტელეკომპანია „ოდიში“ იუწყება. მისი ინფორმაციით, შემთხვევა მოხდა ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის ეზოში, სადაც მიმდინარეობდა გადაცემა „ლუსტრაციის“ ჩაწერა და იქ სანდრა რულოვსთან ერთად იმყოფებოდნენ სხვა სტუმრებიც.

ზუგდიდის ტელეკომპანიის ცნობითვე, რამდენიმე პირმა სანდრა რულოვსს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად დაუპირისპირდა „ოდიშის“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს. ტელეკომპანიის განცხადებით, დაპირისპირება 15 წუთს გაგრძელდა, პოლიცია კი ადგილზე დაგვიანებით მივიდა.

რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ინციდენტის შემდეგ სანდრა რულოვსმა და გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის წევრებმა გადაინაცვლეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, სადაც დეპუტატებისგან მოითხოვეს საარჩევნო კამპანიის დროს მომხდარი დაპირისპირების ყველა ფაქტის განხილვა.

საკრებულოს თავმჯდომარის, მამუკა წოწერიას განმარტებით, სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებულ თემებს განიხილავენ, რის შემდეგაც ოპოზიციის მიერ დასმულ საკითხზეც ისაუბრებენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG