Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სალომე ზურაბიშვილი 14-17 მაისს ლატვიასა და ესტონეთს ეწვევა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 14 მაისს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ლატვიას და შემდეგ ესტონეთს.

პრეზიდენტის პრესსპიკერის ხატია მოისწრაფიშვილის განაცხადებით, ვიზიტის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი ლატვიასა და ესტონეთში ქვეყნის პირველ პირებსა და მაღალი რანგის სხვა წარმომადგენლებს შეხვდება.

„ხვალ გაიმართება საქართველოსა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტების შეხვედრა პირისპირ. პირისპირ შეხვედრის დასრულებისთანავე, იგეგმება საქართველოს პრეზიდენტისა და ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრა გაფართოებული შემადგენლობით. აღნიშნული შეხვედრების დასრულებისთანავე, საქართველოსა და ლატვიის პრეზიდენტების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება. ხვალვე დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ლატვიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან. სალომე ზურაბიშვილი ასევე გეგმავს შეხვედრას ლატვიის რესპუბლიკის მეექვსე პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდება ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. ლატვიაში ვიზიტი 16 მაისს დასრულდება“.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი 16 მაისს ლატვიიდან ესტონეთში გაემგზავრება. დაგეგმილია პირისპირ და გაფართოებული შემადგენლობით შეხვედრები ესტონეთის პრეზიდენტთან. ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვა მაღალი რანგის შეხვედრებიც.

ესტონეთში ვიზიტი 17 მაისს დასრულდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG