Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინბურგში პოლიციელები დაუპირისპირდნენ დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებენ ეკლესიის მშენებლობას


რუსეთის ქალაქი ეკატერინბურგი: დაპირისპირება რეკრეაციულ ზონაში ეკლესიის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის
რუსეთის ქალაქი ეკატერინბურგი: დაპირისპირება რეკრეაციულ ზონაში ეკლესიის აშენების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციელებს შორის

რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში პოლიცია დაუპირისპირდა დემონსტრანტებს, რომლებიც აპროტესტებენ მართლმადიდებელი ეკლესიის მშენებლობას.

დაპირისპირება დაიწყო 13 მაისს, როცა აქციის მონაწილეებმა სცადეს მშენებლობის ტერიტორიის დამცავი ღობის მოშლა. პოლიციელების გარდა, დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ ახალგაზრდები, რომელთაგან ბევრს სპორტული ფორმა ეცვა.

არ გავრცელებულა ცნობა დაკავებულების, ან დაშავებულების შესახებ.

2010 წელს შექმნილი სამშენებლო პროექტის მოწინააღმდეგეებისთვის მიუღებელია ახალი ტაძრის გამო ქალაქში რეკრეაციული ზონისა და სიმწვანის განადგურება.

XS
SM
MD
LG