Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტი მსჯელობს თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე


პარლამენტი 2017 წლის 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხზე მსჯელობს.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ მომზადებულ დადგენილების პროექტს დეპუტატებს სალომე სამადაშვილი აცნობს.

“ნაციონალური მოძრაობის“ შეფასებით, საზოგადოებასა და დაზარალებულებს აქვთ საფუძვლიანი კითხვები და უნდობლობა გამოძიების მიმართ, რომელსაც სათანადო სამართლებრივი რეაგირება დღემდე არ მოუხდენია. ოპოზიციური ფრაქციის აზრით, პარლამენტის საგამოძიებო კომისიამ უნდა უზრუნველყოს არსებულ კითხვებზე პასუხების გაცემა და საქმის სრულყოფილი გამოძიება.

შესაბამისად, დადგენილების პროექტის ძირითად არსს წარმოადგენს პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის გამოძიება. ინიციატორთა შეფასებით, იკვეთება სახელმწიფო ორგანოს, თანამდებობის პირების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, რომლის შედეგადაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

XS
SM
MD
LG