Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვაზე გამოძიება დაიწყო


სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურაში ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება დაიწყო „რუსთავი 2“-ის ეთერში გასულ, სავარაუდოდ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 164-ე პრიმა მუხლით.

მათივე ინფორმაციით, ამავე მუხლით დაიწყო გამოძიება ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

13 მაისს, ლევან ხაბეიშვილმა გამართა ბრიფინგი, სადაც განაცხადა, რომ ზუგდიდში თანამდებობის პირები წინასაარჩევნოდ მოსახლეობას პირადობის მოწმობებს ართმევენ. მისივე თქმით, პირადობის მოწმობების ჩამორთმევა ამომრჩევლებისთვის იმ მიზნით ხდება, რომ „ქართულ ოცნებას“ არჩევნებზე მისული მოსახლეობის ეშინია. ლევან ხაბეიშვილმა დაასახელა შსს-ს მაღალჩინოსნები, ვინც მისი თქმით, ამ პროცესებში არიან ჩართული.

XS
SM
MD
LG