Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკატერინბურგში დააკავეს ცენტრალურ სკვერში ეკლესიის აშენების მოწინააღმდეგეები


რუსეთის სპეცდანიშნულების შენაერთი („ომონი“) გვიან საღამოს შეუდგა ქალაქ ეკატერინბურგის ცენტრში ეკლესიის აშენების მოწინააღდმეგე დემონსტრანტების დაკავებას. მოქალაქეების უკმაყოფილებას იწვევს ტაძრის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში მდებარე სკვერის შერჩევა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულია, სულ ცოტა, 15 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანები. არიან დაშავებულებიც.

მანამდე აქტივისტებმა, რომლებიც ტაძრის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან, მოხსნეს და მდინარეში გადაყარეს სკვერის გარშემო აღმართული ბარიერების ნაწილი. მთელი საღამო გრძელდებოდა სამართალდამცველებთან დაპირისპირება ბარიერებთან. თუმცა, თვითმხილველების თანახმად, აქციაზე მისული ასობით ადამიანი არ ჩართულა შეტაკებებში, ისინი მღერიან და უკრავენ.

ეკლესიის აშენების წინააღმდეგ აქციები დაიწყო ორშაბათს - მას შემდეგ, რაც მშენებლობისათვის განკუთვნილი ადგილი შემოღობეს. ადგილობრივებს არ სურთ დრამატულ თეატრთან მდებარე სკვერის განადგურება.

ეკატერინბურგის გუბერნატორი ევგენი კუივაშევი სამშაბათს შეხვდა 70-მეტრიანი შენობის აგების მოწინააღმდეგეებსა და მხარდამჭერებს. მოწინააღმდეგეები შეხვედრას „უშედეგოს“ უწოდებენ.

XS
SM
MD
LG