Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2018 წლის დანაშაულთა სამეული: ქურდობა, ოჯახში ძალადობა, ნარკოდანაშაული


2018 წელს 2017 წელთან შედარებით, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი გაზრდილია. ამის შესახებ პროკურატურის 2018 წლის ანგარიშშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 16 820 ადამიანის მიმართ დაიწყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 6.5%-ით აღემატება.

ანგარიშის თანახმად, სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სამ დანაშაულთა მიმართებაში ფიქსირდება: ქურდობა, ოჯახში ძალადობა და ნარკოდანაშაული.

  • ქურდობის მუხლით პროკურატურამ დევნა 2018 წელს 4 023 პირის მიმართ დაიწყო;
  • ოჯახში ძალადობისთვის 2 720 პირის;
  • ნარკოდანაშაულისთვის კი 2 177 პირის მიმართ.

47-გვერდიანი ანგარიში ეხება სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების შედეგებს, ქვეყანაში ზოგადი კრიმინოგენური ვითარების შეფასებას, მათ შორის, გავრცელებული დანაშაულების სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მათი კატეგორიებისა და ტენდენციების მითითებით, სამართალწარმოების პროცესში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას, პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს პროკურორთა პროფესიული გადამზადებისა და განვითარების პროგრამებს.

ანგარიში ბიუროს უახლოეს სხდომაზე გავა, რის შემდეგაც დოკუმენტი კომიტეტებსა და ფრაქციებს გადაეცემა. მას სავალდებულო წესით პარლამენტი პლენარულ სხდომაზე განიხილავს.

XS
SM
MD
LG