Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აუდიტის ფონზე რუსეთი დატოვა როსკოსმოსის მაღალჩინოსანმა


რუსეთის კოსმოსის სააგენტოს, როსკოსმოსის მაღალჩინოსანმა, იური იასკინმა რუსეთი დატოვა იმ ფონზე, როცა მიმდინარეობს მისი ხელმძღვანელობით მოქმედი, სატელიტური და ბალისტიკური რაკეტების კვლევითი ცენტრის აუდიტი და შემოწმება.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, იასკინი საზღვარგარეთ როსკოსმოსმა გაუშვა აპრილში, ოფიციალურ საქმეზე და მას შემდეგ ის უკან არ დაბრუნებულა. როსკოსმოსის კოსმოსური ტექნოლოგიების კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, იასკინმა, უცხოეთში წასვლის შემდეგ სამსახურის დატოვების თაობაზე განცხადება დაწერა.

იასკინი პერიოდული წყვეტებით კვლევით ინსტიტუტში 1993 წლიდან მუშაობდა, 2012 წელს მისი გენერალური დირექტორი გახდა. 2019 წელს რუსეთის ოფიციალურმა უწყებებმა 14 ცალკეული სააუდიტო შემოწმება და მოკვლევა დაიწყეს ინსტიტუტთან მიმართებით. იასკინის ადგილსამყოფელის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა გაზეთი "კომერსანტი" წერს, რომ ის ახლახან საბერძნეთში ნახეს.

XS
SM
MD
LG