Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეკონომიკის ყოფილ მინისტრს პარლამენტში უსმენენ


პარლამენტში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია მოხსენებით გამოდის. შეხვედრა ღია ფორმატში მიმდინარეობს, რომელსაც ძირითადად ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები ესწრებიან.

შეხვედრაზე იმყოფება უმრავლესობის სამი წარმომადგენელი - ზაზა ხუციშვილი, ბიძინა გეგიძე და შოთა შალელაშვილი.

გიორგი ქობულიას უსმენენ უმრავლესობის ყოფილი წევრები. პარლამენტში ყოფილი მინისტრის მოსასმენად იმყოფება დავით უსუფაშვილიც.

გიორგი ქობულიას ღია ფორმატში შეხვედრა დეპუტატების გარკვეულმა ჯგუფმა მას შემდეგ შესთავაზა, რაც მის საკომიტეტო მოსმენაზე მოსვლის შესახებ საკითხი დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ კენჭისყრაზე არ დააყენა.​

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG