Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ყაზახეთში ყაზახ კოლეგასთან შეხვედრით დაიწყო


მამუკა ბახტაძე, ასკარ მამინი
მამუკა ბახტაძე, ასკარ მამინი

საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მამუკა ბახტაძეს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა ასკარ მამინმა ყაზახეთის რესპუბლიკის მთავრობის სახლში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. მხარეებმა ისაუბრეს ორმხრივი პოლიტიკურ-ეკონომიკური ურთიერთობებისა და სავაჭრო ბრუნვის გაზრდის მიმართულებით არსებულ პოტენციალზე.

შეხვედრაზე აღინიშნა საქართველოში არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო დერეფნის ფუნქციას და ამ კონტექსტში ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მნიშვნელობას.

ყაზახეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ მთავრობის მიზანი საქართველოს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბებაა, მათ შორის პორტების განვითარების გზით.

საქართველოსა და ყაზახეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა ყაზახი ინვესტორების დაინტერესება, ქართველ პარტნიორებთან ერთად განახორციელონ ინვესტიციები ლოგისტიკის სფეროში, ასევე განავითარონ სხვადასხვა სახის გადამამუშავებელი წარმოება.ყურადღება დაეთმო ასევე ორ ქვეყანას შორის პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის სიხშირის გაზრდის მნიშვნელობას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენები რეგულარული გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG