Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი დათანხმდა, ჩვენება მისცეს სენატის დაზვერვის კომიტეტს


დონალდ ტრამპი უმცროსი
დონალდ ტრამპი უმცროსი

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფროსი ვაჟი დათანხმდა წარდგეს სენატის დაზვერვის კომიტეტის წინაშე და ჩვენება მისცეს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევის თემაზე.

საინფორმაციო საიტი The Hill-ი ანონიმ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სენატორებს სავარაუდოდ აინტერესებთ უმცროსი ტრამპის მონაწილეობა დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელთა შეხვედრაში რუს იურისტ ნატალია ვესელნიცკაიასთან, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა 2016 წელს. ასევე ის, თუ რამდენად იყო ინფორმირებული მოსკოვში ცათამბჯენ „ტრამ პაუერის“ მშენებლობის პროექტის შესახებ. ვესელნიცკაია აცხადებდა, რომ შეეძლო ტრამპის შტაბისთვის მიეწოდებინა კომპრომატი დემოკრატიული პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატ ჰილარი კლინტონის შესახებ. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, ვესელნიცკაიას ასეთი ინფორმაცია არ მოეპოვებოდა.
აშშ-ის მასმედიის ცნობით, დონალდ ტრამპი უმცროსი ივნისის შუა რიცხვებში გამოცხადდება სენატში, რათა პასუხი გასცეს შეკითხვებს 2-4 საათის განმავლობაში.

XS
SM
MD
LG