Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი ქობულია: საქართველოს ეკონომიკას არსებულზე 2-ჯერ მეტი პოტენციალი აქვს


გიორგი ქობულია
გიორგი ქობულია

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ამბობს, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, თითქოს საქართველოს ეკონომიკა ჩამოშლილია.

მე მესმის ზოგის პოზიცია, მაგრამ ვერ დავეთანხმები იმას, რომ ეკონომიკა ჩამოშლილია. პრინციპში ჩვენთან არ არის მთლად ასე ცუდად საქმე. ჩემი აზრით, არ არის ჩამოშლილი, მაგრამ რაც მე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ გვაქვს 2-ჯერ დიდი პოტენციალი“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის დეპუტატების ჯგუფთან გამართულ შეხვედრაზე გიორგი ქობულიამ.

შეიძლება რეგიონთან შედარებით კარგი ზრდა გვაქვს, მაგრამ როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი სიღარიბის მაჩვენებელი, როდესაც ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი უმუშევრობა, რა თქმა უნდა, ხალხის მოლოდინი არის იმაში, რომ ტემპი უფრო მაღალი იქნება. თუ ჩვენ გვაქვს მატების პოტენციალი, რატომ არ უნდა განვახორციელოთ და რატომ არ უნდა ავითვისოთ ეს პოტენციალი. ამაშია საქმე.“- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მისი შეფასებით, ეკონომიკის ზრდა შესაძლებელი იქნებოდა მისი გეგმების და ხედვის ხორცშესხმის შემთხვევაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG