Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ს ერაყიდან გაჰყავს დიპლომატიური მისიის თანამშრომელთა დიდი ნაწილი


ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი შენობა
ბაღდადში აშშ-ის საელჩოს ერთ-ერთი შენობა

აშშ-ს ერაყიდან გაჰყავს თავისი დიპლომატიური წარმომადგენლობის თანამშრომელთა დიდი ნაწილი - მეზობელ ირანთან დაძაბულობის მატების ფონზე.

აშშ-ის საელჩომ 15 მაისის განცხადებაში აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დავალება, ერაყი დატოვონ დიპლომატიური მისიის თანამშრომლებმა, რომელთა იქ ყოფნაც აუცილებელი არ არის, ეხება როგორც ბაღდადში მდებარე საელჩოს, ისე საკონსულოს ქალაქ ირბილში, რომელიც ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქია.

ირანსა და აშშ-ს შორის დაძაბულობა მწვავდება მას შემდეგ, რაც ვაშინგტონი შარშან გავიდა 2015 წელს ხელმოწერილი ხელშეკრულებიდან ირანის ბირთვული პროგრამის შესახებ და კვლავ დაუწესა სანქციები ამ ქვეყანას.

ბოლო დღეებში ვაშინგტონმა გააძლიერა თეირანზე ზეწოლა რეგიონში თავისი სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდით. ამერიკელი ოფიციალური პირები მიზეზად ასახელებენ აშშ-ისა და მისი მოკავშირეებისათვის ირანიდან მომდინარე საფრთხეს.

ირანი ბრალდებებს უარყოფს. მან გამოაცხადა, რომ აუქმებს ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილს.

14 მაისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ და ირანის უზენაესმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ ცალ-ცალკე გაკეთებულ განცხადებებში აღნიშნეს, რომ არ სურთ ომი.

XS
SM
MD
LG