Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ში შობადობა ბოლო სამი ათწლეულის ყველაზე დაბალ მაჩვენებელზეა


2018 წელს აშშ-ში შობადობის მაჩვენებელმა შეადგინა ერთ ქალზე 1,7 ბავშვი, რაც ბოლო 32 წლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია და ითვლება არასაკმარისად მოსახლეობის აღწარმოებისათვის.

სტატისტიკური მონაცემები მოყვანილია დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის ახალ მოხსენებაში, რომლის თანახმადაც ქვეყანაში შობადობის კოეფიციენტი ბოლო ოთხი წელია მცირდება და 1986 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დავიდა.

საინფორმაციო სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესის“ ცნობით, მოხსენებაში მოყვანილი მონაცემები მოულოდნელად ითვლება, რადგან აშშ-ის ეკონომიკა აღმავლობას განიცდის, რასაც ჩვეულებრივ შობადობის მატება ახლავს ხოლმე.

ყველაზე დაბალი მაჩვენებლები აღირიცხა 29 წლამდე ქალებში. მოსხენება არ შეიცავს განმარტებას შობადობის კლების მიზეზებზე.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდის ტენცდენციის გაგრძელების შემთხვევაში, აშშ-ში თავს იჩენს მუშახელის ნაკლებობის პრობლემა.

ამჟამად აშშ-ის მოსახლეობა 328 892 600-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

XS
SM
MD
LG