Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტოჩინოშინი მაისის ბაშოზე ისევ დაუმარცხებელია


17 მაისს გასამართ მეექვსე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც აქამდე ცხრამეტჯერ დაეჭიდა და აქედან თოთხმეტჯერ დაამარცხა.
17 მაისს გასამართ მეექვსე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც აქამდე ცხრამეტჯერ დაეჭიდა და აქედან თოთხმეტჯერ დაამარცხა.

პროფესიული სუმოს უმაღლეს მაკუუჩი დივიზიონში, მაისის ბაშოზე მესამედი გაილია და „იმპერატორის თასისთვის“ ბრძოლას ასპროცენტიანი შედეგით მხოლოდ სამი სეკიტორი აგრძელებს. მათ შორისაა ლევან გორგაძე. ტოჩინოშინის მეტსახელით ცნობილმა ქართველმა რიკიშიმ მეხუთე ტურში პირველი მაეგაშირა ჰოკუტოფუჯი დაამარცხა და იოკოძუნა კაკურიუსთან და მერვე მაეგაშირა ასანოიამასთან ერთად, ხუთი ქულით ლიდერობს.

ლევან გორგაძე 2019 წლის სეზონის მესამე სუპერტურნირს სეკივაკეს წოდებით ატარებს. სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე დასაბრუნებლად - ოძეკის ტიტულის მისაღებად მას მიმდინარე ბაშოზე თხუთმეტი შეხვედრიდან მინიმუმ ათის მოგება სჭირდება.

17 მაისს გასამართ მეექვსე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე სეკივაკე იჩინოჯო იქნება, რომელსაც აქამდე ცხრამეტჯერ დაეჭიდა და აქედან თოთხმეტჯერ დაამარცხა.

რანგით მეორე - ჯურიო ლიგაში, გაგამარუს მეტსახელით ცნობილი თეიმურაზ ჯუღელის ანგარიშზე ხუთი ტურის შემდეგ სამი მოგება და ორი წაგებაა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG