Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია  არ გამორიცხავს, რომ პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევის კანონის გადახედვა მოუხდეს


თუკი არსებობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები, ჩვენ აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ ამ საკითხებს მომავალში-განაცხადა საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მრგვალი მაგიდის წინ, რომელზეც განიხილება ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა დ ადამიანის უფლებების ოფისის მოსაზრებები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებებზე.

მისი თქმით, შეხვედრის მიზანია შეფასება იმისა, რამდენადაა შესაბამისობაში ეს ცვლილებები საერთაშორისო პრაქტიკასთან და სტანდარტებთან.

რეკომენდაციების ნაწილი, რომელიც იყო მნიშვნელოვანი და ემთხვეოდა ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, დარჩა გაუთვალისწინებელი. ეს პირველ რიგში შეეხება იმას, რომ ორივე დასკვნა მოითხოვდა გადახედილი ყოფილიყო ხმის მიცემის ფარულობა და კანდიდატების ნომინირება მომხდარიყო შესაბამისი კრიტერიუმების გათვალისწინებით და უმაღლესი ქულის და კვალიფიკაციის მქონე კანდიდატების მიხედვით და არა ფარულად მიცემული ხმის მიხედვით.

თუმცა, ეს რეკომენდაცია დარჩა გაუთვალისწინებელი. გაუთვალისწინებელი დარჩა ის, რომ კანდიდატებს არ შეუძლიათ გაასაჩივრონ პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებითაც კი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.

დღევანდელი შეხვედრის მიზანი არის ის, რომ ექსპერტებმა თავიანი პოზიცია მოგვახსენონ ამ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობა, რამდენად გამოიწვევს იმას, რომ მიღებული კანონი ან პროცესი, რაც ჩატარდება, იქნება თუ არა საერთაშორისო დემოკრატიულ სტანდარტებთან",- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

მისი თქმით, დისკუსია აუცილებელია და თუკი არსებობს ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუთვალისწინებელი რეკომენდაციები, მას კანონმდებლები მომავალში აუცილებლად უნდა დაუბრინდნენ. ნინო ლომჯარიას აზრით, მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებული პროცესიც გამოაჩენს, რა ხარვეზებია კანონში.

XS
SM
MD
LG